მთელი @!@ობის ანატომია, ანუ რა მუღამი აქ ტრანს-გენდერულ ინტერესებს.

Advertisements

რა არის ხელოვნება? ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია:ხელოვნება – ეს არის ყოველივე ჩვენგანის მიერ დანახული სამყარო. ეს არ არის რაიმე ფიზიკური შრომის შედეგი. ეს სხეულისაგან ლტოლვილი არსებაა, რომელიც ყოველი ჩვენგანის სულში ბუდობს.საკუთარ ცხოვრებაში წარმოსახვითი ელემენტების დამატება გვაშორებს რეალურ სამყაროს, გვწყვეტს მას, თუმცა ჩვენივე შექმნილი ილუზიები გვსიამოვნებს, ზოგჯერ გვტანჯავს კიდეც… განა ეს სიგიჟე არაა, შემოიტანო არარსებული რამ შენს რეალობაში? დიახ, ეს სწორედ ასეა.თითოეულ ჩვენგანს სამყაროზე საკუთარი თვალთახედვა გააჩნია. ყოველი ჩვენგანი უნიკალურ სამყაროს ქმნის საკუთარ წარმოსახვაში. სამყაროს თავისებური აღქმა – ეს არის ადამიანის მცდელობა, შეცვალოს რეალური სამყარო წარმოსახვითის მიმართულებით, ანუ გადააქციოს ისეთად, როგორც მას სურს. ის ამ მიზნის მისაღწევად მიმართავს ფანტაზიას, წარმოსახვას. ის ქმნის ახალ ელემენტებს საკუთარ რეალობაში. ერთ ჩანაცვლებას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და თუ ასე გაგრძელდა, ადამიანი სიგიჟემდე მიდის. მდიდარი სულიერი სამყაროს, ფანტაზიის და იმპროვიზაციის მქონე `გიჟს~ შეიძლება ხელოვანი `დავარქვათ~. ასეთ `გიჟს~ შეუძლია ამ შიზოფრენიის გამომწვევი შინაგანი სამყაროს ფურცელზე გადმოტანა. ასე იქმნება ლექსები პოემები, რომანები, ოპერები, რექვიემები, ნახატები, ემოციები ან თუნდაც გრძნობები. ეს სამყაროც ხომ სიგიჟის თამაშია, სადაც ყველა დაავადებული ცდილობს საკუთარი ვირუსით რაც შეიძლება, ბევრი დაინფიციროს. ეპიდემიის გავრცელების შედეგად იქმნება ოჯახები, კულტურები, რელიგიები, ცივილიზაციები… ისინი ცდილობენ მთელს მსოფლიოს მოსდონ მათი სამყაროდან წამოსული `ილუზიური ჭეშმარიტება~.სწორედ ეს არის პიროვნება, ანიმა ანუ სული – დაუოკებელი სიგიჟის სავანე, რომელიც ყოველთვის მოითხოვს თავისუფლებას…